logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავა
- +

10 ნოემბერი. 2018. 19:43

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა., ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს.

 

„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ქალაქ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა.

 

სამართალდამცველებმა ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ მიერ ქალაქ ბათუმში ჩადენილი არაერთი ბინის ქურდობის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner