ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) მოიპოვა.
ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი-სპორტსმენია, რომელიც ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან რუსი ირინა ალექსეევა, უკრაინელი ნატალია სმალი და რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედალი გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.