logo_geo
eng_logo
სოფელ აწყურში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა
- +

11 ნოემბერი. 2018. 00:14

 

 

სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 8 დაშავდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სოფელ აწყურში მსუბუქი ავტომობილისა და სამგზავრო მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მგზავრი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მიკროავტუბუსში მყოფი 7 ადამიანი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან.

 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაცის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner