სოფელ აწყურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პირი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.
როგორც „ინტეპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ერთი პირი გარდაიცვალა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ აწყურში მსუბუქი ავტომობილისა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეჯახების შედეგად დაშავებულია მიკროავტუბუსში მყოფი 7 ადამიანი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მკურნალობას კლინიკებში გადიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაცის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.