logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში 3 პირი დააკავა
- +

11 ნოემბერი. 2018. 10:39

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1981 წელს დაბადებული დ.წ., 1989 წელს დაბადებული ა.გ. და 1979 წელს დაბადებული თ.გ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner