logo_geo
eng_logo
„ოჯახის სიძლიერე უნდა შენარჩუნდეს!“- ჯორჯ ბუში მსოფლიო X საოჯახო კონგრესის მონაწილეებს მიმართავს
- +

17 მაისი. 2016. 02:40


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე აშშ-ს 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მსოფლიო X საოჯახო კონგრესის მონაწილეებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის სპეციალურად გაავრცელა.


აშშ-ს 43-ე პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშის მისასალმებელი სიტყვა მსოფლიო X საოჯახო კონგრესის მონაწილეებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი:


მივესალმები თბილისში მე-10, მსოფლიო საოჯახო კონგრესზე შეკრებილ საზოგადოებას. როგორც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტისთვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ დაფასების და ენთუზიაზმის დანახვა, რომელიც 2005 წელს თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა. გავიმეორებ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მე ხალხს მივმართე: „საქართველო არის თავისუფლების შუქურა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. თქვენს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის გზა არ არის იოლი, მაგრამ თქვენ არ იქნებით მარტო ამ გზაზე, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა."

 

მთელს მსოფლიოში სწორედ ოჯახები გვევლინება თავისუფლების შუქურად და დახმარების, იმედის და სტაბილურობის წყაროდ ადამიანებისა და ერებისათვის. როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი საყრდენი და თავისუფლების შუქურა - ოჯახის სიძლიერე, უნდა შენარჩუნდეს და ჩვენ უნდა დავიცვათ ის. ლორას და მე ყოველთვის გვჯეროდა, რომ უნდა წაგვეხალისებინა როგორც შვილად აყვანა, ასევე მხარი დაგვეჭირა კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრების პროგრამისთვის - ეს იქნებოდა დახმარება სიცოცხლის კულტურის მშენებლობის პროცესისათვის.

 

მივესალმები თქვენს ძალისხმევას - აღიაროთ ოჯახის მნიშვნელობა ნებისმიერი ერის წინსვლის საკითხში. თქვენი საქმიანობა ხელს უწყობს ბევრ სიცოცხლეს და მსოფლიოს უკეთესს ხდის. ლორა მიერთდება ჩემს მოკითხვაში საუკეთესო სურვილებით" - ჯორჯ ბუში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner