logo_geo
eng_logo
ბაღდათში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესი დილიდან განახლდა
- +

12 ნოემბერი. 2018. 10:31

 

ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.

 

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner