ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ადგილზე 200 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. ამასთან, მეხანძრე-მაშველები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება დღეს მოხერხდება.