logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: 9 წელი ტყავი გააძრეთ ბიზნესმენებს! გეყოფათ!
- +

17 მაისი. 2016. 02:53


დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალები" ბიზნესის დეკრიმინალიზაციას მოახდენენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:


ძალიან ეკლექტური" დღეა დღეს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია:

- ჩვენ მოვახდენთ ბიზნესის დეკრიმინალიზაციას!"- უცოდველი კრავის მზერით განაცხადა დავით ბაქრაძემ!

- სტოპ!!! გეყოფათ!!! ვინ ამბობს ამას, მართლა-და ბნელა, განა ამ მზიურ საქართველოში?!

 

9 წელი ტყავი გააძრეთ ბიზნესმენებს, გააკოტრეთ, დააქციეთ და თქვენი პირიდან ამოდის ეს სიტყვები?!

 

გასაგებია, როგორ არა, ენ-დი-აი-აი-რაი-და მისთანებისთვის ამბობთ ამას, აბა ჩვენ ხომ ვეღარ გაგვაცურებთ! (ისე, არც არასდროს მიმიცია ხმა ნაცმოძისათვის, 2003-შიც კი!)"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner