დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალები" ბიზნესის დეკრიმინალიზაციას მოახდენენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ძალიან „ეკლექტური" დღეა დღეს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია:
- „ჩვენ მოვახდენთ ბიზნესის დეკრიმინალიზაციას!"- უცოდველი კრავის მზერით განაცხადა დავით ბაქრაძემ!
- სტოპ!!! გეყოფათ!!! ვინ ამბობს ამას, მართლა-და ბნელა, განა ამ მზიურ საქართველოში?!
9 წელი ტყავი გააძრეთ ბიზნესმენებს, გააკოტრეთ, დააქციეთ და თქვენი პირიდან ამოდის ეს სიტყვები?!
გასაგებია, როგორ არა, ენ-დი-აი-აი-რაი-ს და მისთანებისთვის ამბობთ ამას, აბა ჩვენ ხომ ვეღარ გაგვაცურებთ! (ისე, არც არასდროს მიმიცია ხმა ნაცმოძისათვის, 2003-შიც კი!)"