logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: ჩვენი უძველესი ერი კვლავ გახლეჩილია ზესახელწიფოთა დაპირისპირების გამო!
- +

17 მაისი. 2016. 03:15


ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, საქართველო, რომელიც უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელია, მსოფლიო პოლიტიკური ვითარების გამო კვლავ უამრავი საფრთხის წინაშე დგას, მათ შორის კი მთავარი პრობლემა დემოგრაფიული მდგომარეობაა.


ამის შესახებ  ლევან ვასაძემ  მსოფლიო X საოჯახო კონგრესზე განაცხადა.


თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, პატივცემულო მოწვეულო სტუმრებო, მეგობრებო!

 

არც კი ვიცი, გამჭირვებია თუ არა როდისმე სიტყვის მომზადება ისე, როგორც ამ შემთხვევაში. როგორ ჩავატიო რამდენიმე წუთში მასპინძლის სასიამოვნო მოვალეობა, მოუყვეს ასეთ განათლებულ სტუმრებს იმის შესახებ,თუ სად ბრძანდებიან ისინი და როგორ მოვახერხო ამის მსოფლიო კონტექსტში ჩასმა? და როდესაც აღვწერ იმ საშინელებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა, როგორ შევინარჩუნო დადებითი და მხნე განწყობა? სად გავავლო ხაზი აკადემიურ თხრობასა და კონკრეტულ მოვლენათა აღწერას შორის. როგორ დავგმო შეურაცხყოფის გარეშე? როგორ ვუთხრა მწარე სიმართლე მეგობრებსა და პარტნიორებს მათი მტრად ქცევის გარეშე? ვის მივმართო? ჩემს საყვარელ თანამემამულეებს, ძვირფას სტუმრებს თუ იმათ, ვინც ამ დარბაზში არ სხედან, მაგრამ ძალიან ყურადღებით უსმენენ ამ კონგრესს.

 

ამიტომ, ჩვენო უსაყვარლესო პატრიარქო და ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ, გთხოვთ, მკაცრად არ განსაჯოთ ეს ჩემი ურთულესი სათქმელი. როგორც მასპინძელი, მოვალე ვარ, მოვახსენო ჩვენს უცხოელ სტუმრებს თანამედროვე საქართველოზე, მის გაჭირვებათა და წარმატებათა, საფრთხეთა და ოცნებათა შესახებ. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, გავერკვეთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ოჯახურ საკითხებში. იქნებ ამ თხრობის დროს აუდიტორიის უცხოურმა ნაწილმა დაინახოს პარალელები თავიანთ საკუთარ ქვეყნებთან და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები საკუთარ სინამდვილესთან მიმართებაში. ჩვენი უძველესი ერი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა, უნიკალური და თვითმყოფადი, უიშვიათესი კულტურის, ენის, ანბანისა და პოლიფონიის და ქორეოგრაფიის პატრონი, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი ეთნოსი, რომელიც მეცნიერთა აზრით, აქ ცხოვრობს 6000 წელია მაინც, კვლავ არის გახლეჩილი ზესახელწიფოთა დაპირისპირების გამო",- განაცხადა ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას.



 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner