logo_geo
eng_logo
ზესტაფონში ვეტერანებისთვის უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდა
- +

12 ნოემბერი. 2018. 16:39

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები (სისხლში შაქრის, ქოლესტერინისა და ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა).

 

აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 150-მდე პაციენტს გაეწია.

 

აქციის მიმდინარეობას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე და ქალაქ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე.

 

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner