logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა
- +

17 მაისი. 2016. 10:22


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.



ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner