logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ზავის პირობების შესრულებაზე შეთანხმდნენ
- +

17 მაისი. 2016. 10:31


„BBC"-ის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს - სერჟ სარგსიანსა და ილჰამ ალიევს შორის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით შედგა და ეს აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციის შემდეგ ორი ქვეყნის პირველ პირს შორის გამართული პირველი შეხვედრა იყო.



მოლაპარაკებებს ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე საფრანგეთისა და აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელები - ჟან-მარკ არო და ჯონ კერი. ლავროვის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ 1994-95 წლებში მიღწეული ზავის პირობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მის შესრულებაზე.



სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მომდევნო შეხვედრას ივნისში გეგმავენ, თუმცა, ზუსტი თარიღი და შეხვედრის ადგილი ჯერ უცნობია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner