logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აუცილებლად მიმართავს შესაბამის ორგანოებს
- +

12 ნოემბერი. 2018. 20:27

 

 

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აუცილებლად მიმართვს შესაბამის ორგანოებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი  შონიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ქალბატონ სალომეს დიდი ხანია, ვიცნობ... ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ბინძური პიარი, რომელსაც „ნაცსექტის“ მამამთავრები სალომე ზურაბიშვილს წინააღმდეგ მიმართავენ. მეტი სიბინძურე რაღა უნდა მოხდეს, როცა ჯაბა იოსელიანის მიერ სამეგრელოს მოსახლეობის მისამართით ნათქვამი წყეული ფრაზა დაჩეხეს და სალომე ზურაბიშვილის ნათქვამად გაასაღეს. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს 90-იან წლებში განვითარებულ პროცესებს, როცა მაშინდელი ე.წ. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას შავნაბადაზე ბიჭების ამოხოცვასა და უამრავ სიბინძურეს აბრალებდა.

 

შევარდნაძემ აფხაზეთის ომით ხელისუფლება შეინარჩუნა და გაიხანგრძლივა, რაც მისმა ერთგულმა მოწაფემ სააკაშვილმაც გაიმეორა.

 

ქალბატონმა სალომემ ხალხის თვალწინ არაერთგზის განაცხადა, რომ ის საქართველოში სწორედ ზვიად გამსახურდიას წყალობით იმყოფება, უფრო მეტიც, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გახსნის გარეშე საქართველო წინ ვერ წავა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აუცილებლად მიმართვს შესაბამის ორგანოებს“, - განაცხადა ირაკლი შონიამ.

 

ირაკლი შონია ასევე საუბრობს ე.წ. ზვიადისტების შესახებ, რომლებიც ვაშაძეს უჭერენ მხარს.

 

„ესენი არიან არარაობები და სამარცხვინო ადამიანები. ზოგიერთები იმასაც წერენ, სულ მალე დათა ახალაიასთან ერთად ჩამოვალ საქართველოშიო. ეს ნაძირალები აეკიდნენ ცხონებულ ზვიად გამსახურდიას სახელს, თავადვე გაწირეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი და დაღუპეს საქართველო. ვემიჯნები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ მას აქვს ზვიად გამსახურდიაზე ლაპარკის უფლება და სხვას არავის. საქართველო ამ ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს და ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს“, - აცხადებს ირაკლი შონია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner