“მეორე ტურში “ნაცმოძრაობა”, თავისი თითოკაციანი პარტიებით იმაზე მეტ ხმას ვერ აიღებს, რაც პირველ ტურში აიღო, რადგან მას დაუპირისპირდება ის სერიოზული მუხტი, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა” – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც “რეზონანსი” მეორე ტურის მოსალოდნელ შედგებზე ესაუბრა. “არც ისეა საქმე, როგორც მავანს ჰგონია. “ნაცმოძრაობამ” პირველ ტურში აიღო ხმების მაქსიმუმი და მეორე ტურში ამაზე მეტ ხმას ვეღარ აიღებს, რადგან მეორე ტურში “ნაცმოძრაობას” და მის “თოთოკაციან კოალიციას” წელში გადატეხს ერთიანი ეროვნული ფრონტი“, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “მეორე ტურში “ნაცმოძრაობა” იმაზე მეტ ხმას ვერ აიღებს, რაც პირველში ჰქონდა” – მაისაია...
„ის სერიოზული ბირთვი, რომელიც საზოგადოებაში შეიკრა და ყველა ძალებით შეაჩერებს „ნაცმოძრაობას”, რომელიც კრემლიდან იმართება; ეს რომ ასეა, ამაზე ფაქტების ერთობლიობაც მეტყველებს. ვაშაძემ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და თქვა, რომ ამაყობს საბჭოთა დიპლომატი რომ იყო. ასევე, მათ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ კრემლის პიარტექნოლოგები, რომლებმაც კრემლის დაკვთით ნავალნის ჩაუგდეს საარჩევნო კამპანია სობჩაკის სასარგებლოდ, რაც ნავალნისთვის სერიოზული დანაკარგი იყო“, – აღნიშნავს გამოცემა.
„ანუ ამ არჩევნებშიც სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება არა “ნაციონალები” თავისი ვაშაძით, არამედ კრემლის მთელი მანქანა, კრემლის სტრატეგებით და პიარტექნოლოგებით. დღეს, როცა ქვეყანა ფარული ინტერვენციის საფრთხის წინაშეა, მე ჩემი პოზიცია პირდაპირ მინდა დავაფიქსირო. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების” მიმართ მაქვს ბევრი პრეტენზია, მხარს ვუჭერ საზოგადოების იმ მუხტს, იმ სერიოზულ ბირთვს, რომელიც კრემლი პლიუს ნაცისტური კოალიციის წინააღმდეგ გამოვა“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ“, – წერს სტატიის ავტორი.