logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: „ნაც. მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ძალიან მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული
- +

13 ნოემბერი. 2018. 01:45

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ძალიან მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

 

„მათი აგრესიულ-რევანშისტული განწყობების რეალიზება უმტკივნეულოდ არ მოხდება. თუ მიაღწიეს იმას, რომ პრეზიდენტის პოსტი დაიკავეს, ის საერთაშორისო არენაზე მუდმივად შეეცდება, საბოტაჟი აწარმოოს, შიგნით კი, როგორც ამის მომენტი დადგება, თავისი უშუალო მონაწილეობით, ხელს შეუწყობს მასობრივ დესტაბილიზაციას“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მარგინალიზებული, აგონიაში მყოფი ძალა გაცოცხლდა და სერიოზული რევანშისთვის ემზადება, რაც ვერავის წარმოედგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner