„ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა ძალიან მტკივნეულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული“, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.
„მათი აგრესიულ-რევანშისტული განწყობების რეალიზება უმტკივნეულოდ არ მოხდება. თუ მიაღწიეს იმას, რომ პრეზიდენტის პოსტი დაიკავეს, ის საერთაშორისო არენაზე მუდმივად შეეცდება, საბოტაჟი აწარმოოს, შიგნით კი, როგორც ამის მომენტი დადგება, თავისი უშუალო მონაწილეობით, ხელს შეუწყობს მასობრივ დესტაბილიზაციას“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, მარგინალიზებული, აგონიაში მყოფი ძალა გაცოცხლდა და სერიოზული რევანშისთვის ემზადება, რაც ვერავის წარმოედგინა.