logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მეტი პროფესიონალიზმია საჭირო და არა სამინისტროების ოპტიმიზაცია
- +

24 თებერვალი. 2016. 18:05


 

„სამინისტროების ოპტიმიზაცია არ არის გამოსავალი. გამოსავალია პროფესიონალიზმი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს. მიროტაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პროფესიონალების ნაკლებობა არ არის და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან.


„19 სამინისტროს ფორმატში მოხდება ეს თუ ნაკლების, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის პირველი პირი, რომელიც ჩაიბარებს ამა თუ იმ პოზიციას, უნდა იყოს მაქსიმალურად კომპეტენტური და ამა თუ იმ პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი. ასეთ შემთხვევაში გვექნება შედეგი. შედეგზე ორიენტირებულობა ნიშნავს მეტ პროფესიონალიზმს გადაწყვეტილების მიმღებ პირებში და არა სამინისტროების ოპტიმიზაციას. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ადამიანები არიან და იმედი მაქვს, ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ. ეს ძალიან გვჭირდება ჩვენ, საზოგადოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა მიროტაძემ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner