logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ჩვენ კი გვინდა NATO-ში შესვლა, მაგრამ გვეუბნებიან, NATO ახალ წევრებს არ იმატებსო!
- +

17 მაისი. 2016. 10:52



სოსო ჯაჭვლიანმა 14 მაისს გამართული „ქართული ოცნების"  ყრილობის შესახებ გაზეთ „ალიასთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარულია გუნდის გადაწყვეტილებით. სოსო ჯაჭვლიანის თქმით, „ქართულ ოცნებაში" დემოკრატია კრატუნობს", რომ ყველას აქვს თავის აზრის გამოხატვის უფლება. დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა.


 

„აუცილებელად უნდა გადაწყვიტოს გუნდმა, ვინ სად, რომელ პოზიციაზე იდგება იმისთვის, რომ დაიცვას და განავითაროს პარტია. კარგია, როცა პარტიის ლიდერები საკუთარი გუნდის წევრებთან საუბრობენ ამ თემებზე, თუ ვის სად მოიაზრებენ. საბოლოოდ, ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ვინც პოლიტსაბჭოს წევრებიდან დაასახელეს ყრილობაზე, ჩემთვის მისაღებია.

 

მე არ ვეწინააღმდეგები „ქართული ოცნების" ევროპისკენ აღებულ გეზს და არც ის წევრები, რომლებიც „ქართული ოცნების" სიაში აღარ იქნებიან. რეალურად პრობლემას ქმნიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენი NATO-ში შეყვანა ხელეწიფება. ჩვენ კი გვინდა NATO-ში შესვლა, მაგრამ იქიდან გვეუბნებიან, NATO ახალ წევრებს არ იმატებსო.

 

ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში" დემოკრატია კრატუნობს, დემოკრატიის კრატუნი გემრიელია და ყველა თავის აზრს გამოხატავს.  ჩვენ ახლა აზრთა ჭიდილში ვართ, საბოლოოდ, რა პოზიციაზეც ჩამოყალიბდება უმრავლესობა, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველა პოზიციას დავეთანხმოთ. ეს არის დემოკრატიის ანი და ბანი. დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა, კეთილი ინებონ და შეეგუონ აზრთა სხვადასხვაობას", -  აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner