კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. განადგურებული 7 ათასამდე ნაგებობა. საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.
ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.