logo_geo
eng_logo
საპატრიარქოს კედლების შეღებვისთვის ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები დააკავეს
- +

17 მაისი. 2016. 10:53



სამართალდამცავებმა თბილისში ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯების ბრალდებით 10 პირი დააკავეს.


ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებეს რამდენიმე შენობა, მათ შორის საპატრიარქოს კედლები. ისინი ძირითადად ცისარტყელას ხატავდნენ.



შსს-ს ცნობით, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე მოხდა, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ასევე, დაკავებულთაგან რამდენიმე პირს ბრალად 173-ე მუხლის დარღვევაც ედება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner