„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მისასალმებელ სიტყვას ავრცელებს, რომელიც მსოფლიო X საოჯახო კონგრესის მონაწილეებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი:
„მივესალმები თბილისში მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესზე შეკრებილ საზოგადოებას. როგორც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტისთვის, ჩემთვის დიდი პატივი იყო იმ დაფასების და ენთუზიაზმის დანახვა, რომელიც 2005 წელს თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა. გავიმეორებ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მე ხალხს მივმართე: „საქართველო არის თავისუფლების შუქურა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. თქვენს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის გზა არ არის იოლი, მაგრამ თქვენ არ იქნებით მარტო ამ გზაზე, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა".
მთელ მსოფლიოში სწორედ ოჯახები გვევლინება თავისუფლების შუქურად და დახმარების, იმედის და სტაბილურობის წყაროდ ადამიანებისა და ერებისათვის. როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთი საყრდენი და თავისუფლების შუქურა - ოჯახის სიძლიერე, უნდა შენარჩუნდეს და ჩვენ უნდა დავიცვათ ის. ლორას და მე ყოველთვის გვჯეროდა, რომ უნდა წაგვეხალისებინა როგორც შვილად აყვანა, ასევე მხარი დაგვეჭირა კრიზისული ფეხმძიმობის ცენტრების პროგრამისთვის - ეს იქნებოდა დახმარება სიცოცხლის კულტურის მშენებლობის პროცესისათვის.
მივესალმები თქვენს ძალისხმევას - აღიაროთ ოჯახის მნიშვნელობა ნებისმიერი ერის წინსვლის საკითხში. თქვენი საქმიანობა ხელს უწყობს ბევრ სიცოცხლეს და მსოფლიოს უკეთესს ხდის. ლორა მიერთდება ჩემს მოკითხვაში საუკეთესო სურვილებით", - ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.