პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულის შეფასებისას განაცხადა, რომ კუპონისდროინდელი საქართველო ახსენდება.
„ნამდვილად არ მგონია, რომ ამ ათეულმა და ამ სახეებმა რაიმე შეცვალონ „ნაციონალური მოძრაობის" ბიოგრაფიაში ან აწმყოში, ან მომავალში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც თითქოს, ექსპერტებად ვიცნობდით აქამდე, ფაქტია, ეს ადამიანები ყოფილან ამ პარტიის ძალიან ერთგული მხარდამჭერები და თანამოაზრეები. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, მე მასთან დაკავშირებით უფრო კუპონისდროინდელი საქართველო მახსენდება. არ მგონია, რომ ის ახალი სახე იყოს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.