logo_geo
eng_logo
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: რასაც ახლა გიამბობთ, არის სრული სიმართლე!
- +

17 მაისი. 2016. 11:44



„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რასაც ახლა გიამბობთ, არის სრული სიმართლე და თუ ოდესმე ამ მონათხრობს გადავთქვამ, შანტაჟის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ჩათვალეთ!"  - აცხადებს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაურ ახალაია „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი თქმით, 2006 წლის სექტემბერში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ზარ-ზეიმით დაპატიმრებული „შეთქმულების" 12 მონაწილე სინამდვილეში აბსოლუტურად უდანაშაულოები იყვნენ, ხოლო მათ მიმართ „მტკიცებულებები" შეითითხნა.



2005-2006 წლებში შსს კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვმუშაობდიაღნიშნულ სამმართველოს სხვაგვარად პოლიტიკურ" სამმართველოსაც უწოდებდნენ, რადგან მის ფუნქციებში შედიოდა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წინააღმდეგ ოპერატიული მუშაობა, კერძოდ, აქტივისტების დისკრედიტაცია, შანტაჟი, პარტიების სტრუქტურებში აგენტურის ჩანერგვა, უკანონო მოსმენები და ტექნიკური ღონისძიებების გატარება.

 

 

2006 წელს მე უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას კოალიცია ანტისოროსის" ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რის შედეგადაც დაკავებულ იქნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: მაია ნიკოლეიშვილი, მაია თოფურია, რამაზ სამნიძე, თემურ ჟორჟოლიანი, ზაზა დავითაია და სხვები.

 

აჭარისა და იმერეთის კუდ-ის თანამშრომლებმა დაგეგმეს და განახორციელეს თბილისში მიტინგზე მიმავალი აჭარის ანტისოროსის" ლიდერებისა და მათი მომხრეების ძარცვის ინსცენირება! ასე, მაგალითად, კუდ-ის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე არჩაიამ მიმავლინა აჭარის კუდ-ის უფროსთან თეიმურაზ პატარიძესთან, რომელმაც უშუალოდ განმიცხადა, რომ საჭირო იყო დედაქალაქში მიტინგზე მიმავალიანტისოროსის" ლიდერების ნებისმიერი საშუალებით შეჩერება! როგორც მან მითხრა, განკარგულება მოდიოდა ვაჟა ლელუაშვილისგან, ხოლო დათა ახალაია, რომელიც გირგვლიანის სიკვდილით გამოწვეული სკანდალის გამო კუდ-ში ოფიციალურად აღარ მუშაობდა, არაოფიციალურად მაინც აკონტროლებდა ხელმძღვანელობის საქმიანობას და პატარიძესთან ჩემი საუბრის დროს მას ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა...

 

 

 

კუდ-მა მაშინ დაგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც ძარცვის ინსცენირებას წარმოადგენდა! ჩემთვის ცნობილმა კუდ-ის თანამშრომლებმა აჭარა-გურიის საზღვარზე მდებარე ატრაქციონციცინათელასთან" ჩავლისას თეთრი ფერის ავტობუსში მსხდომი ოპოზიციონერი აქტივისტები დააყაჩაღეს! თეიმურაზ პატარიძემ კუდ-ის თანამშრომლებისთვის პირადად ჰქონდა მიცემული ბრძანება, რომ ავტობუსი ქვების სროლის შეეჩერებინათ, რაც მათ პირნათლად შეასრულეს, შემდეგ, ავტობუსში ნიღაბაფარებულები შეცვივდნენ და ხალხი გაძარცვეს. ეს საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული!" - განაცხადა ახალაიამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner