logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: „ქართული ოცნებას“ შეუძლია ქვეყნის სტაბილური განვითარება!
- +

17 მაისი. 2016. 12:21



„ქართულმა ოცნებამ" პარტიის ყრილობაზე საზოგადოებას პოლიტსაბჭოს ახალი წევრი რომან კაკულია წარუდგინა. კაკულია „ქართულ ოცნებასა" და მის ხედვებზე „პრაიმტაიმს" ესაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ის ძალაა, რომ რომელიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველჰყოფს. აქვე კაკულიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მმართველი გუნდი მოახერხებს ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას.

 

„ქართული ოცნებაა" ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სტაბილური განვითარება და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება. თვითონ გიორგი კვირიკაშვილის ფაქტორიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო, რადგან, ჩემი აზრით, მის გვერდში დგომა ნამდვილად დიდი პატივია.

 

მახსოვს, 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ სხვა პარტია შემოხაზა, გახსოვდეთ, რომ ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიანო. მაშინ დავრწმუნდი, რომ, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ.

 

სულ მიკვირს, როდესაც ადამიანები დებატებში ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. ჩემი აზრით, ახალი კულტურა უნდა შემოვიტანოთ, რადგან ასეთ დაპირისპირებაში რატომღაც ავიწყდებათ, რომ ამ ადამიანების უკან დგანან შვილები, მშობლები, რომელთათვისაც ძალიან რთული მოსასმენია ეს ლანძღვა-გინება. ეთიკის და ჯანსაღი დებატების ჩარჩოებიდან გასვლის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს", - განაცხადა რომან კაკულიამ. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner