თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია.
რა სახის პრემია-დანამატი გაიცემოდა „ნაცმოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში და რამდენს იღებენ „ოცნების" თბილისელი მოხელეები, ამასთან დაკავშირებით სტატიას „ბიზნეს-რეზონანსი" აქვეყნებს.
როგორც „ბიზნეს რეზონანსი"" თბილისის მერიიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირების საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია. რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ახალი მმართველობის პირობებში პრემიები, პრაქტიკულად, აღარ გაიცემა(ანდა მინიმალური ოდენობით). მაშინ როდესაც „ნაცმოძრაობის" მოხელეთა შემოსავალი წლიურად 100 ათას ლარსაც კი უტოლდებოდა
2013 წელს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ანაზღაურების სახით სულ 89 243ლარი აიღო, საიდანაც 30 162 ლარი იყო ხელფასი, 37 693 ლარიდანამატი, 21 387 ლარი კი - პრემია.
რაც შეეხება 2014 წელს, ივნისის ჩათვლით სევდია უგრეხელიძემ სულ 55 360 ლარი მიიღო დამაშინაც მისი სახელფასო დანამატი და პრემია ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ვიცე-მერმა (რამდენიმე თვისგანმავლობაში კი მერის მოვალეობის შემსრულებელმა) 2014 წლის 6თვეში სახელფასო დანამატის სახით მიიღო 23 456 ლარი, პრემიის კი- 13 050 ლარი.
2013 წელს 90 585 ლარის ანაზღაურება მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული თანხიდან 31 401 ლარი იყო ხელფასი,37 383 - დანამატი, 21 800 ლარი კი პრემია. 2014 წლის 6 თვეშიკი აბესაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის ანაზღაურებამიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი - 21 858ლარი, პრემიის ოდენობამ კი 11 200 ლარი შეადგინა.
„ნაციონალების" მმართველობისას საკმაოდ მსუყე ხელფასს იღებდა მერის კიდევ ერთი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. 2013 წელს მისმა თანამდებობრივმა სარგომ მთლიანად 101 336 ლარი შეადგინა, საიდანაც ხელფასი იყო 31 334 ლარი, დანამატი - 39 201 ლარი, პრემიამ კი 30 800 ლარი შეადგინა. 2014 წლის 6 თვეში კი ხიზანიშვილის ხელფასმა-პრემიამ-დანამატმა 51 765 ლარს მიაღწია, ხელფასი იყო 18 260 ლარი, დანამატი - 22 304 ლარი, პრემია - 11200 ლარი.
როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, მმართველობის ბოლო 1,5 წელში „ნაცმოძრაობის" მაღალჩინოსნები თბილისის მერიაში საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდნენ. არჩევნების შემდგომ სიტუაცია შეიცვალა და მერიაში იმ ოდენობით პრემია-დანამატი, რაც მანამდე იყო, აღარ გაიცემა. ამაზე მეტყველებს 2015 წლის მონაცემებიც, კერძოდ, როგორც მერიიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წელს ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ თანამდებობაზე ყოფნის 4 თვეში 25 268 ლარი აიღო, აქედან 11 263 ლარი იყოხელფასი, 11 645 ლარი დანამატი, პრემია კი აბაშიძემ ერთხელ მიიღო და ისიც 2 360 ლარი.
2015 წელს თანამდებობაზე ყოფნისას ანაზღაურების სახით 77 467 ლარი მიიღო მერის მოაგილემ გიორგი ხელაიამ, საიდანაც ხელფასმა შეადგინა 33 067 ლარი, სახელფასო დანამატმა კი 39 360 ლარი. რაც შეეხება პრემიას, გიორგი ხელაიამ შარშან პრემია მხოლოდ 3-ჯერ აიღო, რომლის საერთო ჯამი 5 040 ლარი იყო.
2015 წელს სამჯერ აიღო პრემია მერის კიდევ ერთმა მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, სულ 5 040 ლარი. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, შარშან სოლომონიამ ხელფასის სახით სულ 33 600 ლარი აიღო, დანამატი 40 370 ლარი იყო, პრემია კი 5 040 ლარი, სულ 2015-ში მერის მოადგილემ ანაზღაურების სახით 79 010 ლარიმიიღო.
2012 წელს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე 11 794 400 ლარის პრემია გაიცა; 2013 წელს - 19 973 900 ლარი; 2014 წელს - 20 047 200 ლარი, ხოლო შარშან მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა პრემიის სახით სულ 10 269 300 ლარი მიიღეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც „ბიზნეს რეზონანსი" წერს, „ნაცმოძრაობის" მიერ შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოებს ეხება. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კერძოდ კი იმავე წლის 23 ოქტომბერს დედაქალაქის მერიის რამდენიმე ორგანიზაციაში, „ჰერმესში", „სინათლის ქალაქში", „თბილსერვის ჯგუფსა" და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში", სასწრაფოდ სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა. იმის გამო, რომ დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელობა ისევ „ნაცმოძრაობას" ებარა, საბჭოები პარლამენტის ექს-დეპუტატებით და მთავრობის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდა. ყველა მათგანი „ნაცმოძრაობის" წევრები ან პარტიის აქტივისტები იყვნენ და მათი სახელფასო ანაზღაურება თვეში 2500 ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში 59 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის იყვნენ ყოფილი პარლამენტარები - რუსუდან კერვალიშვილი, გიორგი ასანიძე, ხათუნა ოჩიაური, გიორგი როინიშვილი, ლაშა დამენია, ბადრი ბასიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, კოტე გაბაშვილი, კობა ხაბაზი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ლაშა მაქაცარია, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი, სპორტის და ახლგაზრდობის საქმეთ ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, გიგა ნასარიძე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი და ა.შ.
2012 ნოემბერ-დეკემბერში და 2013 წელს საბჭოს წევრებზე გაცემულმა ხელფასმა 1 540 270 ლარი შეადგინა. 2013 წლის დეკემბერს კი, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ხელმძღვანელობაც შეიცვალა, მერიის დაქვემდებარებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შპს-ში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდა.