„მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების მშპ-ის მიმართ კლების ტენდენცია. კერძოდ, მათი წილი ეკონომიკასთან მიმართებაში 2019 წელს მცირდება 20,6%-მდე, მაშინ როდესაც 2018 წელს - 23,3%-ს შეადგენდა.
„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია ვლინდება ისეთი ხარჯების ოპტიმიზაციაშიც, როგორიცაა სამთავრობო (შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების) ხარჯები. მათი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ს მიმართ 5,9%-ის დონეზე იგეგმება. ეს მაჩვენებელი 2018 წლის გეგმით გათვალისწინებულზე 0,4%-ით, ხოლო 2017 წლის ფაქტობრივთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.