logo_geo
eng_logo
თბილისის ბაგა-ბაღები წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ
- +

24 თებერვალი. 2016. 18:08



წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი 56 -ე ბაგა-ბაღს ესტუმრა და პატარებს საჩუქრად წიგნები გადასცა.


წიგნის კითხვის აქციას, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ერთად ბაგა- ბაღებიც შეუერთდნენ. დეპუტატმა აქციის ფარგლებში, ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ქართული ხალხური ზღაპრები წაუკითხა და მათ წიგნის კითხვის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა.


„მისასალმებელია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საქართველოც უერთდება, რაც წიგნის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ასეთი ღონისძიებები პატარებისთვის წიგნის შემეცნების და მასთან ურთიერთობის კარგი მაგალითი და სტიმულია ",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 24 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში პირველად აღინიშნება. წიგნის კითხვის აქცია მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner