logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არ შეიძლება, კარი გაიჯახუნო ისე, რომ ურთიერთობები არ გაარკვიო
- +

17 მაისი. 2016. 12:53



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მოლაპარაკებებს ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს. ამის შესახებ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა მსგავსი სახის გადაწყვეტილებები მედიის საშუალებით არ უნდა შეიტყონ. მეჭიაური თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყოფილი და მოქმედი პრემიერები საქმის კურსში ჩააყენოს.


„არ შეიძლება, კარი გაიჯახუნო ისე, რომ  ურთიერთობები არ გაარკვიო", - განაცხადა მეჭიაურმა. 


რაც შეეხება ახალი პარტიის შექმნას, ამაზე მეჭიაური კონკრეტულ განცხადებას უახლოეს ხანებში გააკეთებს. მანამდე კი ამბობს, რომ თანამშრომლობა წარმოუდგენია ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც მასთან იდეურ თანხვედრაში იქნება. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner