logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: ბატონმა ბურჭულაძემ სააკაშვილისგან მითითება მიიღო...
- +

14 ნოემბერი. 2018. 16:29

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი შედგა, სადაც პაატა ბურჭულაძემ კობა დავითაშვილისგან პატივისა და ღირსების შელახვისთვის 25 ათასი ლარი მოითხოვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კობა დავითაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს:

 

„როგორც ჩანს, „ნაცებმა“ პირველ დასარეკეტებელ ობიექტად შემარჩიეს, ბატონმა ბურჭულაძემ სააკაშვილისგან მითითება მიიღო.

 

გამოძიებით ირკვევა, რომ ფონდ „იავნანაში“ დაფიქსირებული თანხიდან უშუალოდ ბავშვებს 30 პროცენტი მოხმარდა, 70 პროცენტი კი ადმინისტრაციულ ხარჯებსა და წამგებიან კონცერტებში წავიდა. და ისმის კითხვა - რისთვის ეწყობოდა ეს კონცერტები, პაატა ბურჭულაძის პატივმოყვარეობისა და ჭიის დასაკმაყოფილებლად?

 

ბურჭულაძის მეუღლეს, ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ფონდში იყვნენ დასაქმებული, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული ხელფასის სახით, შეძენილი აქვთ ძვირადღირებული მანქანები... ერთი სიტყვით, ტკბილი ცხოვრება მოიწყვეს ბავშვებისთვის შეწირული ფულის ხარჯზე.

 

უკიდურესად უკმაყოფილო ვარ პროკურატურის საქმიანობით. იმდენი ფაქტია პაატა ბურჭულაძის ბინძური საქმიანობის შესახებ, რომ იგი უკვე ციხეში უნდა იჯდეს! მე ამ პროცესში თავის მართლების პოზიციაში ყოფნას არ ვაპირებ.

 

აუცილებლად მივწერ წერილს ყველა იმ პატიოსან მომღერალს, რომელსაც ეგონა, ბავშვებს ეხმარებოდა. დიახ, მთელ მსოფლიოს გავაგებინებ, რომ სინამდვილეში ქველმოქმედებიდან შემოსული თანხებიდან 70 პროცენტი პაატა ბურჭულაძის, მისი ოჯახის, სამეგობრო-სანათესაოს კეთილდღეობას მოხმარდა.

 

კიდევ ერთხელ, პირადად მე, კობა დავითაშვილი გპირდებით, „ნაცებო“, თქვენი ადგილი არის ციხეში და პირადად მე უზრუნველვყოფ თქვენს საკნებს კამერებით. ვაპირებ, პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთო, ყველა პატრიოტ და ქვეყნის მოყვარულ, სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანთან ერთად შევქმნა მესამე ძალა და საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოოდ გაგისტუმროთ ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner