logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ხშირად ვფიქრობ - რა იყო ეს?
- +

17 მაისი. 2016. 13:15



„ამ კადრები ნახვის მერე, ხშირად ვფიქრობ - რა იყო ეს?" -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი წერს და აქვე ნატა ფერაძის ფოტოს აქვეყნებს.

 

„ქალბატონ ნატა ფერაძეს არ ვიცნობ. პირველად რომ გავიგე „პარტიზანი მებაღეების" ამბავი, სიმპათიები გამიჩნდა ამ ქალბატონის მიმართაც. მერე ვიფიქრე - ნაცები ქოქავენ ამათ, თორემ საქმის გაკეთება რომ უნდოდეთ, მოაგვარებდნენ რამენაირად ამ მთავრობასთან, წიოკობის გარეშე.

 

მაგრამ ბოლოს, როდესაც მანქანაზე ჩაფრენილი, ჩაბღაუჭებული და სახეღიმილიანი ქალბატონი გადმოაგორა პოლიციამ საპატრულოს სახურავიდან - ვიფიქრე, რომ არის რაღაც, რის გამოც ამას აკეთებს ეს ქალბატონი.

 

და ეს რაღაც, არ არის მებაღეთა ინტერესები ან ბუნებაზე მზრუნველობა - რაღაც სხვა არის ეს!

რა? - არ ვიცი!

თქვენ იცით?

 

P.S. ძალიან უნდა მოინდომო, რომ დღევანდელ პოლიციასთან ასეთ ვითარებაში აღმოჩნდე. ეს უნდა გიღირდეს, ძვირად უნდა გიღირდეს. არანაირი სარკაზმი, ხალხო, უბრალოდ მაინტერესებს - რა იყო ეს?" - წერს ყანდიაშვილი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner