ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ამასთან, როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ზაზა სარალიძეს უკვე დაუკავშირდნენ სამართალდამცველები და ის დაბარებულია პოლიციის განყოფილებაში.
ცნობისთვის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმალობაში ის facebook-ში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარებას ითხოვს.