საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, „ქართულ ოცნების" სიაში იქნება თუ არა.
„მე გადაწყვეტილად ვერ ვიტყვი, ვიქნები თუ არა სიაში. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე ვარ ერისკაცის - ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. ივანიშვილთან ამ თემაზე ჯერ არ მქონია კონსულტაცია - არიან მაჟორიტარები, არის სია და არის სხვა განსახილველი საკითხები, რომელიც ჯერჯერობით, არ დამდგარა, ასე რომ, დადგება ჩემი დრო, მოლოდინის რეჟიმში ვარ", განაცხადა კურტანიძემ.