logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩაფიძეს ალბათ დაავიწყდა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის!
- +

18 თებერვალი. 2016. 18:15


 

„ქართული ოცნების" წევრების ბოლოდროინდელი ურთიერთკრიტიკული განცხადებები - ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ „რეპორტიორმა" „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს მიმართა:


- საარჩევნო სიების დაკომპლექტება გადამწყვეტ ფაზაში შედის. ბევრი კი იძახის, ჯერ არაფერი გარკვეული არ არისო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. მაქვს მოლოდინი, დაპირისპირება გაძლიერდება. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ სიის მიღმა არიან და პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ასეთ განცხადებებს გააკეთებენ კიდეც, რომ თავი დაიმკვიდრონ ოპოზიციაში. ამ რამდენიმე დღის წინ ელისო ჩაფიძემ გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ტყიბულელი მეშახტეები რატომ დატოვეთ ბედის ანაბარაო. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი მეშახტეებთან, მე ვერ გავიგე. ელისო ჩაფიძეს ალბათ დაავიწყდა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის! ეტყობა, ჩაფიძე სიის მიღმა რჩება. მკვეთრი განცხადებები კიდევ იქნება...


- ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასა და კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით რა აზრის ხართ?


- ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ტენდენცია მთელ მსოფლიოში რომ არ იყოს გააქტიურებული, ვიტყოდით, რომ რეალური საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, მგონი, აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც ასეთი ქორწინება დაკანონებული არ არის. როცა ვხედავთ, რომ ირგვლივ ასეთი ტენდენციაა, დავიზღვიოთ თავი და გავაკეთოთ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში. ზოგიერთი იძახის, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, თუ არ არსებობს, ხვალ დადგება. გულდაწყვეტილი ვარ პარლამენტზე იმიტომ, რომ რაღაც არ აქტიურობენ ამ მიმართულებით. ვერ ვასწრებთო, ამბობენ. რატომ ვერ ასწრებენ, 3-თვიანი პროცედურაა საჭირო და 3 თვეზე მეტი აქვს ამ პარლამენტს იმის დრო, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილება. დაუსვით კითხვა, რატომ არ აკეთებენ ამას, გულზე კი მჯიღს ირტყამენ და რელიგიურობაზე თავს დებენ...






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner