თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი „facebook"-გვერდზე წერს:
„ეს სიმღერა გოგი ცაბაძემ და მორის ფოცხიშვილმა შექმნეს! გოგიმ ვეღარ მოასწრო, გამოეტანა იგი მსმენელის წინაშე! მისმა ვაჟმა კახამ - მშვენიერმა კომპოზიტორმა და კარგმა ადამიანმა მთხოვა, მემღერა ეს სიმღერა გოგის იუბილეზე, რომელიც ახლახან გაიმართა რუსთაველის თეატრში. ვეღარ ვუთხარი უარი და ორკესთრთან ერთად შევასრულე. არ ვიცი, რა გამოვიდა, მაგრამ ეს არის რაც არის! და რომ მოუსმენთ, ნუღარ დამძრახავთ!"