logo_geo
eng_logo
გელა ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
- +

15 ნოემბერი. 2018. 00:09

 

 

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს ოქროს მედლის მფლობელი 82 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძე გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ოიოგსი დაამარცხა.

 

3:3 დასრულებულ შეხვედრაში, ბოლქვაძემ გამარჯვება საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე აღებული ორქულიანით მოიპოვა.

 

დღესვე, რამაზ ზოიძემ კარიერაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეოთხედ მოპოვება ვერ შეძლო, ფინალში ის მხოლოდ ერთი გაფრთხილებით,  თურქ ჩენგიზ არსლანთან დამარცხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner