logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: КГБ-ს პრაპორშჩიკო - ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე! ახლა ქართულ თეატრს!
- +

15 ნოემბერი. 2018. 00:13

 

 

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში წერს:

 

„აი, ეს ენოტთან ნაჯვარი მაჩვი რა დღეშია ნახეთ რა!

„80-იანი წლების შემდეგ, ქართულ თეატრებში არავის შეუხედიაო?!“

ჯერ ეს ერთი სხვას, რომ დასცინი, სიტყვა „შეუხედია“ არ არის სწორი გამოთქმა. სწორი გამოთქმაა : „შეუხედავს“...  მეორეც ვინმე ხომ არ გეხუმრა უკვე პრეზიდენტი ხარო და შემთხვევით ხომ არ დაიჯერე?

 

შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო КГБ-ს პრაპორშჩიკო: ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე! ახლა ქართულ თეატრს! ხვალ მომღერლების ჯერი დადგება ალბათ!

 

კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, როგორი მონდომებით ახევდი ბავშვებს „მოსწავლეთა ახალგაზრდულ სასახლეს“, რომ შენი წეროსთვის თუ გედისთვის „ტბა“ მოგეწყო ფულის გასაკეთებლად... უბრალოდ არ დაგცალდა...

 

მთელი ქართული „თეატრალური საზოგადოების“ საყურადღებოდ: მოუსმინეთ ამ „ბეთხოვენას“ რეების გაკეთებას აპირებს და ისე გააკეთეთ არჩევანი!

 

ეს კანდიდატი დაღუპავს საქართველოს. საქართველოში „მიშა-გრიშას“ დრო წავიდა.

 

არა მიშას!

არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასში შემავალ 5 კაციან „პარტია-სამიკიტნოებს“!

არა გრიგოლ ვაშაძეს!

იქნება და ამოიღოთ ხმა თეატრის წარმომადგენლებმა და მივუჩინოთ ადგილი ამ "ხელოვნების" და "სპორტის" ფანატ მზვერავს“, - წერს გვალია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner