logo_geo
eng_logo
ჟინვალჰესში მაშველები 55 წლამდე მამაკაცს ეძებენ
- +

15 ნოემბერი. 2018. 00:41

 

 

ჟინვალჰესში მაშველები 55 წლამდე მამაკაცს ეძებენ. სატვირთო ავტომობილი დაახლოებით ერთი საათის წინ, ჟინვალჰესში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

 

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ასევე მყვინთავები, რომლებიც სიბნელისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მყვინთავების მუშაობა მათთვისაც საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი გარკვეულწილად სპეციფიკური ადგილია, ვინაიდან მის სიღრმეში სხვდასხვა სახის გაყვანილობებია.

 

უწყების ცნობით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის მიუხედავად, დღესვე დასრულდეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner