ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მეჭიაური აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ გამორიცხავს თანამშრომლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც მის იდეოლოგიას იზიარებენ.
„მოლაპარაკებები და კორდინაცია შესაძლებელია ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებთანაც ყველაზე მეტად გვაქვს იდეური თანხვედრა და პრიორიტეტები დაახლოებით ემთხვევა ერთმანეთს. თანამოაზრეებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში და ამის შემდეგ ვისთან რა დოზით ვითანამშრომლოთ, ამას პროცესების განვითარება გვიჩვენებს", - განაცხადა მეჭიაურმა.