logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: თანამოაზრეებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას!
- +

17 მაისი. 2016. 13:40



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მეჭიაური აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ გამორიცხავს თანამშრომლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც მის იდეოლოგიას იზიარებენ.

 

„მოლაპარაკებები და კორდინაცია შესაძლებელია ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებთანაც ყველაზე მეტად გვაქვს იდეური თანხვედრა და პრიორიტეტები დაახლოებით ემთხვევა ერთმანეთს. თანამოაზრეებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში და ამის შემდეგ ვისთან რა დოზით ვითანამშრომლოთ, ამას პროცესების განვითარება გვიჩვენებს", - განაცხადა მეჭიაურმა.   

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner