logo_geo
eng_logo
BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა
- +

15 ნოემბერი. 2018. 03:21

 

 

„დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრექსიტის შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა“, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

დოკუმენტის სამუშაო ვერსია ნახევარ საათში უნდა გასაჯაროვდეს. მოლაპარაკებები იმ პირობებზე, რომელთა შესრულებაც მხარეებს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პერიოდში და შემდეგ მოუწევთ, ხუთ საათს გრძელდებოდა. საბოლოოდ, დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირეს.

 

როგორც ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეთანხმებას რთულად მიაღწიეს. მთავარი სადავო საგანი ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი იყო.

 

საგულისხმოა, რომ ტერეზა მეის თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში არსებობდა სამი გამოსავალი – შეთანხმების პირობების მიღება, ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე ან ბრექსიტზე უარის თქმა.

 

„დღეს ჩვენ ავირჩიეთ და მივიღეთ ეს შეთანხმება, რაც ნიშნავს კონტროლის დაბრუნებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს თავად ავაშენებთ. მჯერა, ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინტერესებშია” – განაცხადა ტერეზა მეიმ.

 

შეთანხმების ძალაში შესვლამდე მას ევროკავშირის წევრები უნდა დაეთანხმონ. წინასწარი გეგმის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner