logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი „ნაციონალებს“: სხვის თვალში ბეწვს რომ ამჩნევთ და საკუთარში დირეს ვერა, სადაა ლოგიკა?
- +

15 ნოემბერი. 2018. 04:03

 

 

დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აჭრელებული იყო „ფეისბუქი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა პოსტებით, 28 ნოემბერი იქნება არჩევნების თარიღიო. ისე გაატარა ყველამ, თვალში არავის მოხვედრია. სამაგიეროდ დღეს ატყდა ამბავი, რატომ თქვა კახა კალაძემ 28 ნოემბრის არჩევნებიო. თქვე კარგო ადამიანებო, სხვის თვალში ბეწვს რომ ამჩნევთ და საკუთარში დირეს ვერა, სადაა ლოგიკა? ცესკო-მ დააანონსა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება და ამას მიმატებული ორი კვირა რა გამოდის?

ისე პირველმა ბოსტნეულის გამყიდველმა მითხრა ერთი კვირის წინ, არჩევნებს მართლა 28 ნოემბერს დანიშნავენ ბებო თუ იციო. ჩავალ ახლა, იქნებ დავტყუო საიდუმლო ვინ უჩურჩულა ყურში“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner