პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით და მუდამ ვიამაყებ! დღეს, დილას, მოსკოვიდან დამიკავშირდა ჩემი ძმა და მეგობარი, რომელმაც მთხოვა, არ გამეხმაურებინა მისი ვინაობა (თუმცა, დიდხანს ვერ მოვითმენ). ის ისედაც ეხმარება უანგაროდ ბევრ ადამიანს, ბევრი წელია!
ახლაც ასე მოხდა... ის გარკვეულ თანხას უგზავნის 10 წლის გრიგოლ ესებუას, რომელმაც სულისშემძვრელი პოსტით მოგვმართა! მადლობა მას და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქართველები! ვესაუბრე გრიგოლის მამას, ალბათ ხვდებით, რამხელა სიხარულია ეს მისთვის!“ - წერს დუმბაძე.
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=164&id=30269