logo_geo
eng_logo
მეჭიაური: მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა?! კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმას არ ჩავსვამდი?!
- +

17 მაისი. 2016. 13:43



დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტი მის პროვოცირებას შეეცადა.


 

„ვსაუბრობდი ტელეფონზე, მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი. მას ვუთხარი, რომ დღეს უმცირესობების უფლებები არის დაცული ანტიდისკრიმინაციული კანონით, ხოლო ისინი, ვინც თხუპნიან საპატრიარქოს კედლებს და შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლობას, ისინი არიან პიდარასტები-მეთქი. მე რომ არ მომეშვა, პატრულს ვუთხარი, მომაშორეთ ეს ლგბტ-ია თუ პიდარასტი-მეთქი.

პროვოკაციაზე იყო მოსული, მიხტებოდა მანქანაში, რად მინდოდა?! კარგი ქალი რომ ყოფილიყო, იმას არ ჩავსვამდი?!

 

 

ჩემი განცხადება უფრო მნიშვნელოვანია თუ ის, რომ საპატრიარქოს კედლებზე შეურაცხმყოფელ  წარწერებს აკეთებენ?! რა არის გამოხატვის თავისუფლება? ე.ი. საპატრიარქოს შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაა და ერთი ადგილის თამაში არაა შეურაცხყოფა?  იზეიმე დღევანდელი დღე, სადაც გინდა, ვინმე გიშლის? მე ტერმინების გამო მადანაშაულებენ და მე მანქანაში რომ მიხტებიან, ის არაფერია?" - განაცხადა მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner