logo_geo
eng_logo
ნიკოლა სარკოზი: ევროპისთვის იქნება უარესი, თუ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება
- +

17 მაისი. 2016. 13:54



საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოცემა „Monde"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა და ორგანიზაციაში თურქეთის შესვლა, ევროპის განვითარებისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება.



ყველანაირად ვეწინააღმდეგები ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას და იმის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი, გეტყვით - ევროპისთვის იქნება უარესი, თუ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება. ვთავაზობ, შეიქმნას ევრო-შენგენი-ხელისუფლება", სადაც შევლენ შენგენის ზონის წევრი ქვეყნები სტაბილური პრეზიდენტის მეთაურობით და რომელსაც ევროპის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ზე მმართველობა ექნება", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.



შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner