logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მე ჯინაზე რაღაც ქმედებებს არ ვაპირებ!
- +

17 მაისი. 2016. 13:58


 

„მე არ მინდა, რომ  ეს სასკანდალო თემად იქნეს აღქმული, ჩემს მიერ  პარტია „ქართული ოცნების" დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობას დავუპირისპირდები ამ საარჩევნო ციკლში", - ამ სიტყვებით აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია „ქართული ოცნების"  დატოვებას. როგორც მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ აპირებს, პარლამენტის ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს, პირიქით, მმართველ გუნდს მეჭიაური მხარს დაუჭერს ყველა იმ საკითხის  გატანაში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გამოადგება. 




„არ ვაპირებ, ხელოვნურად, როგორც აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკური გუნდი, ხელი შევუშალო პარლამენტის ფუნქციონირებას.ხელოვნურად ხდება ხოლმე კვორუმის ჩაგდება. მე ჯინაზე რაღაც ქმედებებს არ ვაპირებ, რომელიც ხელს შეუშლის მმართველ გუნდს.  პირიქით, მხარს დავუჭერ ყველა იმ საკითხის გატანას პარლამენტში, რომელიც გამოადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესს", - განაცხადა მეჭიაურმა.   


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner