logo_geo
eng_logo
ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა
- +

15 ნოემბერი. 2018. 18:29

 

ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობაში ყველა მსურველს ქართული სიმღერის და გალობის სწავლა უფასოდ შეეძლება.

სკოლას ამ ეტაპზე უკვე 25 მოსწავლე ჰყავს.

 

გახსნის ცერემონიალზე  ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ცაგერი ერთადერთი მაღალმთიანი ქალაქია, რომელსაც საკუთარი კაპელა ჰყავს.

 

სალოტბარო სკოლისთვის შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოყო. ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

 

„ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, პირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება“, - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და აცხადებს რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სტეფანწმინდაში, თიანეთსა და ვანში მსგავსი სკოლების გახსნის შესახებ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner