logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვერ ვხედავ პრობლემას, ბატონი თამაზი იყოს ჩვენი გუნდის წევრი!
- +

17 მაისი. 2016. 14:00



გახდება თუ არა თამაზ მეჭიაური „პატრიოტთა ალიანსის" გუნდის წევრი? „პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს, თუმცა მისი სურვილის შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, რომ მეჭიაურმა არჩევნებში მათი პარტიული სიით მიიღოს მონაწილეობა.



ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან არ მისაუბრია ბატონ თამაზთან, თუმცა ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ბატონი თამაზი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და დაყენებულ იყოს მაჟორიტარად ჩვენი პარტიიდან",  - განაცხადა ირმა ინაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner