logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე არის ადამიანი, რომლის ნდობაც ოკუპირებულ ქვეყანაში არ შეიძლება!
- +

15 ნოემბერი. 2018. 21:42

 

 

„გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის ნაწილია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

 

თეა წულუკიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძე არის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი უნდა დაბრუნდეს.

 

„ეს არის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა დიპლომატი, ძალიან დიდი დანანებით, ლამის ტიროდა, როცა იძულებული გახდა, დააბრუნა რუსული პასპორტი. ეს არის ადამიანი, რომლის ნდობა არ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში. ამიტომაც მე მას ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში ძალინ დიდ მარცხს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმჯობესი იქნება, სხვადასხვა მინისტრების გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად, ვაშაძე საქმით დაკავდეს.

 

„წინ საპრეზიდენტო კამპანიის ორი კვირაა. ვაშაძეს ბევრი აქვს სამუშაო, რომ როდესაც მეორე ტურს წააგებს, ეს მარცხი არ იყოს სამარცხვინო მარცხი. ვეუბნები იმასაც, რომ სსრკ მოღალატე მთავრობა, რომელიც ხალხს ყრიდა ციხეში, ნამდვილად ვერ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში. აქეთ მხარეს, ვისაც არ გვინდა წარსული, ბოროტება, სსრკ, ვართ გაცილებით მეტნი, ვიდრე არის მათი ამომრჩეველი, რომელმაც მათ ხმა მისცა პირველ ტურში“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner